გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

4-05-2019

საია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.


ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მოთხოვნა, რომ ახალი დირექტორის არჩევის კონკურსი დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო.


შუამდგომლობა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა.


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მისთვის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და კითხვებს უჩენს.


ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილს მიმართა, ის ასევე ასაჩივრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას 19 აპრილს უნდობლობა გამოუცხადეს.






ajaratv.ge