გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ელზა გამყრელიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა

7-05-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ელზა გამყრელიძე 85 წლის ქმარმა თავში არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.


ქალი საგარეჯოს საავადმყოფოდან თბილისში გადაყვანის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობის გამო გარდაიცვალა.


შსს-ს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.


ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა.


გამყრელიძის წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს გაიმართება.