გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი

7-05-2019

წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.


გამოცხადდა ტენდერები, ტენდერთა ნაწილში კი გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია.


გავრცელებული ინფორმაციით, დასრულდება ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები, რომელსაც შპს "საგზაო" ახორციელებს. ფირმა ამისათვის 2019 წელს 326 400 ლარს დახარჯავს და მთლიანობაში 4-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი იქნება ასფალტირებული.


გარდა ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე გადაიხურება ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი - ჟორდანიასა და კუპრეიშვილის ქუჩებზე.


გამოვლენილია იმ პროქტებში გამარჯვებულიც, რომელიც ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 896 000 ლარია.






gurianews.com