გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლანჩხუთის მერია: სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ არავის მოუმართავს

8-05-2019

ინფორმაციას, თითქოსდა ლანჩხუთში სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ეხმიანება:

„სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მოქალაქე იური სარჯველაძე აცხადებს, რომ 9 მაისს ლანჩხუთში სტალინის ბიუსტის დადგმას აპირებს. ის ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით „მერია საქმის კურსშია“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

წერილობით არავის მიუმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვისაც.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომლის თანახმადაც მერიის შესაბამისი სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.