გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, პატრიარქმა სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი მიიღო

9-05-2019

8 მაისს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში მორიგი შეხვედრები გაიმართა - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი და ოქტაი ისაევი მიიღო.


საპატრიარქოს ცნობით, სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებაში უდიდესი წვლილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიუძღვის.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი მდგომარეობა მშვიდობიანი გზით სამართლიანად გადაწყდება.


შეგახსენებთ, რომ აქამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის წარმომადგენელს ჩვენს ქვეყანაში, ალი ალიევსა და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, ბ-ნ დურსუნ ჰასანოვს უკვე შეხვდნენ.