გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

"ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ მოიპოვა

10-05-2019

საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის ახალგაზრდების მონაწილეობით ხაჯალიის საჯარო სკოლაში ჩატარდა.


ღონისძიებას მხარის რწმუნებულის მოადგილე, გია ებრალიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე, სამსახურის წარმომადგენელი, მაკა კვირკველია, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი, ნინო ჩიტაძე, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისგან "ეტალონის" მასპინძელ სკოლას საქართველოს ისტორიის ხუთტომეული გადაეცა, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე წიგნებით, გამარჯვებული კი 500 ლარით დასაჩუქრდა.


"ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლემ, "ეტალონის" ყველაზე პატარა მონაწილემ, ანა გეგიძემ მოიპოვა.