გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კასპის მუნიციპალიტეტი დააზარალა

11-05-2019

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კასპის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვის შედეგად, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში: საკორინთლო, ვაკე, პანტიანი, ახალშენა, ქვემო ჭალა, განადგურდა კურკოვანი ხილის დიდი ნაწილი.


ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია კაკლის ნარგავები და ვაზი.


„უამინდობამ გარკვეული ზარალი მიაყენა შიდა ქართლის რეგიონის ცალკეულ სოფლებს. გუშინ საღამოს დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენიც, თუმცა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რეგიონის ხელმძღვანელობასთან კოორდინირებულად უკვე მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღუდგება ქვემო ჭალის მოსახლეობას გაზის მიწოდება“ - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.


ipn.ge