გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ორი მოქალაქე დააკავეს

11-05-2019

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებლები დააკავეს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოხდა.


ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


48 წლის დიმიტრი ისერგიშვილი და 31 წლის ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები. შემთხვევა 9 მაისს მოხდა.


ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.



imedinews.ge