გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი შენგელია: ჩვენთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

12-05-2019

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია სახელმწიფო რწმუნებულთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიას მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.


,,წელს, ჩვენს მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ეს პროცესი ყოველწლიურად მზარდი იქნება. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ ყველა ერთად ძლიერ მუნიციპალიტეტს ავაშენებთ.


ჩვენი მთავრობისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა პრიორიტეტულია, ამ სოფელში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“ ,- განაცხადა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.


,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სოფელ ორსანტიაში დაიგო ახალი გზები, მოხდა გაზიფიცირება, მოეწყო ნაპირსამაგრები, აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი.