გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი ამხილა

14-05-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" სამცხე - ჯავახეთის სატყეო სამსახურის ერთ-ერთი სატყეო უბნის სპეციალისტი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სამოქმედო ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოჩენა, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ერთ - ერთ ფიზიკურ პირს მიანიჭა უპირატესობა და მისცა საშუალება, რათა ამ უკანასკნელს სატყეო უბნის ტერიტორიაზე, კანონდარღვევით მოეპოვებინა ნაძვის ნერგები.


აღნიშნული დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 - ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.