გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომებს უმასპინძლებს

14-05-2019

15-16 მაისს, ბათუმში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომები გაიმართება.


ორი დღის განმავლობაში, შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე იმსჯელებენ და დისკუსიას გამართავენ.


15 მაისს, 9:00 საათზე სასტუმროში - "ჰილტონი ბათუმი", საერთაშორისო ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნიან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, ასაფ ჰაჯიევი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეები.

საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, "სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიის განმტკიცებაში" მოხსენების პროექტს წარადგენს. დელეგატები ასევე - "მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარების" თემაზე მოხსენებას გაეცნობიან, რომელის შესახებაც შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. ღონისძიების მონაწილეები წინა სხდომების ოქმებს დაამტკიცებენ და საორგანიზაციო საკითხებსაც განიხილავენ.