გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ავარია ბათუმში - მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზისგამყოფზე ავარდა

16-05-2019

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევა რუჟკოვის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ავარიის შედეგად არავინ დაშვებულა.


თვითმხილველები ყვებიან, რომ მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი მართავდა, ხიმშიაშვილის ქუჩიდან, მოსახვევში სწრაფი სვლით შემოვიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზისგამყოფზე ავარდა.


ავტოავარიის შედეგად დაზიანებულია ავტომობილი და ქალაქის ბალანსზე არსებული განათების ბოძი. კანონის თანახმად, თუ დადგინდა მძღოლის ბრალეულობა, დაზიანებული ქონების საფასურს ავტომობილის მფლობელი ანაზღაურებს.



adjaratv.ge