გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფელ ბაკურციხეში მეზობლისთვის სხეულზე მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18-05-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეზობელ მამაკაცს დაზიანებები მიაყენა.


თვითმხილველების გადმოცემით, დაზიანებები ყურის მიდამოშია აქვს მიყენებული და მას სასწრაფო ქირურგიული დახმარება დასჭირდა.


შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და განაცხადეს, რომ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის სამმართველოს მიერ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.



1tv.ge