| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ | 
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 
18-05-2019
რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საცურაო სეზონი იხსნება.
პარკში მისვლა ტბაში ცურაობის მსურველებს 1 ივნისიდან შეეძლებათ.
როგორც "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელი, გიორგი გოროზია აცხადებს, ტბაში ბანაობა ნებადართული 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება.
დღის განმავლობაში ტბის პერიმეტრზე 2 კაცისგან შემდგარი სამაშველო სამსახური იმორიგევებს.
"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, იმისათვის, რომ საცურაო ზონაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს, შესაბამისი ტექნიკა, აღჭურვილობა თუ აქსესუარები მობილიზებულია.