გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ხულოში ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში, პიანინოზე დარჩა

19-05-2019

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს მერობის კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ, ხმა ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე მისცა.


მერობის კანდიდატმა უბანზე მისვლისას ხმის მიცემა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შეძლო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მას პირადობის მოწმობა სახლში, პირანინოზე დარჩა. ჯორბენაძეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ახლობელმა მიუტანა.


„წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობა მოითხოვს ცვლილებებს, მე პოზიცია სწორედ ცვლილებების სასარგებლოდ დავაფიქსირე და დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოსა და ჩვენს ლამაზ მხარეშიც ცვლილებების დრო სულ მალე დადგება”, – განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.


ხულოში 54 საარჩევნო უბანია და მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.






1tv.ge