გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ხიდების მონტაჟი მიმდინარეობს

21-05-2019

რიკოთის პირველ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე გაეცნო.


 „რიკოთის პირველ მონაკვეთზე ვიმყოფებით, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი. დრამატულია პროგრესი, რაც ბოლო 13 თვის განმავლობაში დეპარტამენტის, კონტრაქტორი ორგანიზაციის და ზედამხედველი კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


მისივე თქმით, ფაქტობრივად, ხიდების უმეტესობის მონტაჟი მალე დასრულდება.


"ყველაზე დიდი ხიდის მონტაჟი, რომელიც მთავარი გამოწვევაა აღნიშნული პროექტისა, უკვე დაწყებულია და გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ და გასაძლიერებელი იქნება დამატებით გარკვეული რესურსების მობილიზება, რათა წარმადობა გაიზარდოს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაზემ.