გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვახტანგ ყოლბაია: 2018 წელმა შესაძლოა, ნდობის აღდგენის, ურთიერთობების დაწყების, მივიწყებული მეზობლობის განახლების სიხარული მოგვიტანოს

26-12-2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტარს აკეთებს: „ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ცვლილებების, იმედების ასრულებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინია. ასეთი დღეა 25 დეკემბერი ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახისთვის. ვულოცავთ, გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას და დამდეგ 2018 წელს. ვუსურვებთ მის ოჯახს მხნეობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და ბედნიერებას".
მისივე თქმით,  სოხუმის კეთილი ნება პატიმრის განთავისუფლების საქმეში იმაზეც მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და მიზანსაც აღწევს. "მინდა მჯეროდეს, რომ ახალი, 2018 წელი იქცევა ჩვენ შორის ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობის საწყის ეტაპად. შესაძლოა, სწორედ ამ წელმა მოგვიტანოს ნდობის აღდგენის, ურთიერთობების დაწყების, მივიწყებული მეზობლობის განახლების სიხარული“-აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.