გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კობახიძე ლარის კურსზე: დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება

21-05-2019

ლარის ვარდნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

"ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი. თუმცა ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი ინფორმაციის მიღება მთავრობისგან, ეროვნული ბანკისგან და ამის შემდგეგ იქნება შესაძლებელი რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული" - აღნიშნა კობახიძემ.

ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში 2.8 ნიშნულამდე აღწევს.