გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პროტესტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - თერაპიული განყოფილების უფროსი თანხების გამოყოფას ითხოვს

21-05-2019

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი, თემურ ჭელიძე, უკვე რამდენიმე დღეა, აქცია მართავს.


ჭელიძის თქმით, ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიისათვის გადაცემას აპირებს.


თერაპიული განყოფილების უფროსი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს, რომელიც ხარჯებს დაითვლის.


ამ დროისათვის საავადმყოფოს ახალი შენობის ეზოში კარვებია გაშლილი.


"ჩვენ გვინდა, რომ ბიუჯეტში გამოიყოს ტექნიკის შესაძენად საჭირო თანხები. ვაპირებთ, გავაგრძელოთ მჯდომარე აქციები. მომავალ შაბათს ვაპირებთ მასშტაბურ აქციას მოსახლეობის მონაწილეობით. არ შევჩერდებით საბოლოო გამარჯვებამდე. თანხების გამოყოფა, რომელიც ინვენტარის შეძენისთვისაა საჭირო, შესაძლებელია, მაგრამ არ არის ნება", - განაცხადა თემურ ჭელიძემ.