გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

"მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს" - სააკაშვილი

26-12-2017

კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში დღეს, მიხეილ სააკაშილის საქმის განხილვა გაიმართება.


სააკაშვილი მომხრეებს ფეისბუკის გვერდზე მიმართავს:

„მინისტრი პეტრენკო ცრუობს, უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი კანონიერი ინსტრუმენტი უკრაინის მუდმივი მაცხოვრებლის ექსტრადირებისთვის, როგორიც მე ვარ უკრაინული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით. ნებისმიერი ქმედება, ექსტრადირების მიმართულებით, იუსტიციის მინისტრს და მის ხელმძღვანელს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს.

სამშაბათს, 26 დეკემბერს, 13:30 საათზე, კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში განიხილება ჩემი საქმე, სადაც უკრაინის ხელისუფლებას უნდა უარი მითხრას „დროებითი დაცვის“ სტატუსზე და შექმნას პირობები ქვეყნიდან ჩემი გაძევებისთვის. მე მივდივარ სასამართლოზე და იქ ვეპატიჟები ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს“ - წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.

წყარო: newposts