გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის მოსაყდრემ სენაკში წირვა აღავლინა

22-05-2019

მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილთა მირონლუკიიდან ბარში გადაბრძანების და 13 ასურელ მამათაგან გამორჩეული წმინდანის, ღირსი შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

წირვას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნიკოლოზობისა და შიოობის დღესასწაულები მიულოცა.