გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ლუკავა: ოკუპირებულ აფხაზეთში კარგი ცხოვრება არასოდეს იქნება, სანამ იქ ქართველები არ იქნებიან

26-12-2017

დრანდის ციხიდან გათავისუფლებულ გიორგი ლუკავას სავარაუდოდ, დღეს უკვე თბილისში გამოკითხავენ.
ლუკავას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კარგი ცხოვრება არაა და არასდროს იქნება. 
„შენ მეომარი ხარო და წამიყვანეს, მომისაჯეს. ცხოვრება იქ ყველამ იცით რანაირია, იქ ვარიანტი არ არის, კარგი ცხოვრება არ იქნება არასოდეს, სანამ ქართველები არ იქნებიან. მჭირდება საავადმყოფო, ცუდად ვარ, ლაპარაკიც მიჭირს. ღამე გამომიყვანეს და საერთოდ არ ვიცოდი სად მივდიოდი. აქეთ წამოვიდნენ, წამომიყვანეს და გამცვალეს" - ყვება ლუკავა. 
შეგახსენებთ, რომ ლუკავა ციხიდან 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ გაათავისუფლეს. მას 20 წელი ჰქონდა მისჯილი.