გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

26 მაისი ფიცის დადების ცერემონიით საქართველოს 5 რეგიონში აღინიშნება

26-05-2019

საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი თავისუფლების მოედანზე, 12:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფიცის დადების ცერემონიალით აღინიშნება.

მთავარი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია 09:00 საათიდან მიმდინარეობს.

ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები დადებენ.

ფიცს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პირველი ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს.

თბილისის გარდა, ფიცის დადება ხუთ ლოკაციაზე მოხდება: ზუგდიდში, რაჭაში, ქართლში, დუშეთში და ყვარელში.

5-ვე ლოკაციიდან პირდაპირი ჩართვით, ნაჩვენები იქნება ფიცის დადების ცერემონია.