| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
26-05-2019
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 463-მა რეკრუტმა და ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. გარდა დედაქალაქისა, ფიცის დადების ცერემონია კიდევ 5 ადგილზე გაიმართა: ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსში, ყვარელში - გრემის მონასტერში.
სამხედრო ფიცი თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა.
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 101 წლისთავი აღინიშნება.