გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სამტრედიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების გამო მოქალაქეები დააჯარიმეს

9-11-2017

სამტრედიაში 62,9 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3-6 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონ სოფელ იანეთსა და სოფელ დაფნარში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი, 62,9 კუბ.მ ხე-ტყის მასალის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ ჯამში, 39,120 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა თითოეულის ათი ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"