გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

27-05-2019

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ გამოიტანა.

პროცესზე თავად ბრალდებულმაც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და პასუხი არა მკვლელობის, არამედ დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო უნდა მოთხოვონ.

გორში, მუსიკის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს მოკლეს. მისი ცხედარი მოგვიანებით მდინარის ნაპირზე იპოვნეს.
არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძეს მანამ სხვა მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი და მისი მსხვერპლი 14 წლის ბიჭი იყო.