გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სასამართლომ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა

26-12-2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო დარბაზში ქრთამის აღებაში ბრალდებული ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი აბესაძე 12 ივლისს დააკავა. გამოძიების თანახმად, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა.

წყარო: "პია"