გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - "კახეთი 2019" გაიხსნა

30-05-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმროში ,,რადისონ ქოლექშენ" კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიხსნა.


ღონისძიება 11:00 საათზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.


კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმს, 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.



"აწარმოე საქართველოს" ცნობით, ფორუმის მიზანია პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ.