გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

30-05-2019

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ცენტრის მოწყობას კავკასიის ბუნების ფონდი და ევროკავშირის ენპარდის პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია „Mercy Corps“ დააფინანსებენ.


ხელშეკრულების თანახმად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ინტერიერი სრულად შეიცვლება და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინტერაქციული სივრცე, რაც ადგილზე მისულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ დაცული ტერიტორიების შესახებ.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, უკვე მომზადებულია კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.