გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

30-05-2019

ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ნატურალური ღვინოების პირველ ფესტივალზე “Confetti wine fest” იყო წარდგენილი.


ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას“ ხელმძღვანელმა მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო...“ გამართა, სადაც ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.


ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.


მარიუშ კაპჩინსკი მათ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიაზე ესაუბრა.


სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: „რქაწითელი 2017“ (თელავის ღვინის მარანი), „საფერავი 2017“ (თელავის ღვინის მარანი), „ჩინური 2015“ (ბექა გოცაძე), „კრახუნა 2016“ (ამირან ვეფხვაძე), რქაწითელი 2017 (ასადელი) და „საფერავი 2017“ (ლევან შიუკაშვილი).


პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.


მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზეა.


ამ პერიოდში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ს აღწევს