გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

26-12-2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ამბროლაურთან მისასვლელ გზაზე  ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.

შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბერს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ქ. ამბროლაურთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა და საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტისა  და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ შესაბამის სამუშაოებს, მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადებში აღდგენა.

ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.