| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
31-05-2019
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორს აირჩევს. ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე რვა კანდიდატი განიხილება, მათგან ორი ამავე ტელევიზიის თანამშრომელია.
აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან:მერაბ წულუკიძე, დიავით ჩხარტიშვილი, გიორგი კოხრეიძე, ბაჩო გურაბანიძე, ნათია ზოიძე, ირმა ზოიძე, ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, თორნიკე მჟავანაძე.
მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით მიიღებს .
მაუწყებლის დირექტის პოსტზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.