გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

31-05-2019

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფლის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია მერიასთან.


ისინი მარშრუტის ნომრების შეცვლას იწუნებენ.


ამბობენ, რომ ორი წლის წინ ბათუმის მერიის მოთხოვნით, სამარშრუტო ხაზზე სამნიშნა ნომრები ორნიშნათი შეცვალეს.


ახლა კი ისევ სამნიშნა ნომრებზე გადასვლა მოთხოვეს. ცვლილება შეეხო თხილნარის, მახოს, ერგესა და კირნათის სამარშრუტო ხაზებს.


მძღოლების თქმით ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა მათი გადაყვანა ცენტრალური ქუჩებიდან ბაგრატიონის მიმართულებით მოხდეს.


ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, მარშრუტი არ შეიცვლება და მხოლოდ ნომრების ცვლილება ხდება. ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბათუმის მერიაშიც.





http://ajaratv.ge/