გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მართლმადიდებლები დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავენ

1-06-2019

1 ივნისს იწყება საქართველოს განმანათლებლის, ქრისტიანობის მქადაგებლისა და გამავრცელებლის,

მოციქულთასწორი წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავის აღნიშვნა. 

როგორც საქართველოს საპარტიარქოში აღნიშნავენ, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი.

9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.

გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.