გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ფოკის მამათა მონასტერში წირვას პრეზიდენტი და პრემიერი ესწრებიან

1-06-2019

ფოკის მამათა მონასტერში, ფარავნის ტბასთან წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავენ.

ადგილზე შეკრებილია მრევლი, რომელიც წმინდა ნინოს გზას მცხეთამდე გაივლის. მსვლელობა 13 ივლისს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს დალოცავს.

დილიდან ფოკას მამათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია მიმდინარეობს.

მსვლელობა წელს ოცდამეათედ გაიმართება. მას შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ჯავახეთში იმყოფება მთავრობის მეთაური, მამუკა ბახტაძეც.

პრემიერმა ქართველ მართლმადიდებლებს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მიულოცა.

წირვა სიმბოლურად იმ ადგილზე აღევლინდა, სადაც წმინდა ნინო პირველად შემოვიდა საქართველოში.

1 ივნისს საქართველოს განმანათლებლის, ქრისტიანობის მქადაგებლისა და გამავრცელებლის, მოციქულთასწორი წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავი აღინიშნება.