გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბორჯომის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის 25 სამედიცინო ეტლი გადაეცა

3-06-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის 25 სამედიცინო ეტლი გადაეცა.


ინიციატივა „საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეკუთვნის და ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.


ეტლების დარიგება უკვე დაიწყო.


მერი ლევან ლიპარტია, მოადგილეები დავით ზაალიშვილი და ბუბა ბერიძე და სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ ხუციშვილი ბენეფიციარებს სახლში ესტუმრნენ და ეტლები პირადად გადასცეს.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციითვე, ეტლების დარიგება ივნისის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება და მერიაში, ეტლის მისაღებად, აქამდე შემოსული ყველა განცხადება სრულად დაკმაყოფილდება.





https://www.interpressnews.ge/ka/