გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პატრიარქს ''ოქროს ფრთა 2017'' გადაეცა

27-12-2017

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს ოქროს ფრთა 2017 გადაეცა.

პატრიარქს ჯილდო ერის სულიერი გაძლიერებისთვის, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისთვის, სახელწიფო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

ღონისძიებაზე საპატრიარქოს ფონდის ხელძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ პატრიარქის გზავნილი წაიკითხა. როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქმა თქვა, რომ ჯილდოს მიღება საჭირო არ იყო, მაგრამ როცა შეიტო, რომ ეს ჟურნალისტების დიდი ნაწილის დიდი სურვილი იყო, ჯილდო თავმდაბლობით მიიღო. 

"ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და ერთმანეთი შევიყვაროთ. ვეცადოთ შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორც დიდი სიყვარული, ასევე უზომოდ დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება, ვიყავი ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული. გადავაბრუნე გრაგინილი და ეწერა მთელს სიგანეზე“ ერთსულოვნება“. იქნებ, ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან, ერთსულოვნებას. სამებაში ერთსულოვნებაა. ყოვლადწმინდა მამა, ძე და სულიწმინდაში. ამასვე თხულობს ჩვენგან. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს. ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ“.

წყარო:ipress