გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუისთან - დაშავებულია ერთი ადამიანი

6-06-2019

ავტობანზე, სოფელ რუისთან „ფოლკსვაგენი “ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.


შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო.


ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.



qartli.ge