გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მესხიშვილის თეატრთან დაკავებული პირუტყვი თავშესაფარში იმყოფება-"სპეციალური სერვისები"

10-11-2017

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ" სპეციალური სერვისების" "ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:

"სპეციალურმა სერვისებმა ა.წ 20 ოქტომბერს, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოახდინა ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის ადმინისტრირება, რომელებიც გადაყვანილი იქნა თავშესაფრის სადგომზე. ამ ხნის მანძილზე აღნიშნულ პირუტყვს არ გამოუჩნდა პატრონი. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას: ნუ დატოვებთ პირუტყვს უმეთვალყურეოდ! აღნიშნული მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონეს კი ვთხოვთ, მოგვაკითხოთ მისამართზე: ავტომშენებლის №53–ში ან დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე 29–87–67ან 29–87–70"- ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ააიპი დაკავებული პირუტყვის ფოტოებს აქვეყნებს.


წყარო: newpress