გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მძიმედ დაშავდა მოქალაქე, რომელიც მატარებელზე გადასწრებას ცდილობდა

7-06-2019

ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე, თბილის-ბათუმის მატარებელი ავარიულად უკვე 40 წუთია გაჩერებულია. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მატარებელის ლიადაგზე, მატარებელთან ახლო მანძილზე, მამაკაცმა გადასწრება სცადა.


თვითმხილველების თქმით, მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა მამაკაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო.


ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მამაკაცი ცოცხალი დახვდათ. დაზიანებებით ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს.


ადგილზე, ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.


საქმე სისხლის სამარტლის კოდექსის 275 მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


მატარებელი ჯერ ჩაქვში, ხოლო მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებებისთვის ქობულეთში გააჩერეს.


თბილისში მგზავრები, სავარაუდოდ, 40 წუთის დაგვიანებით ჩავლენ.




http://ajaratv.ge/