გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჭუბერში მდინარემ საავტომობილო ხიდი დააზიანა

7-06-2019

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში მდინარე დევრულა ადიდდა, რის შედეგადაც სოფელ ყარს-გურიშთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დაზიანდა.


საკრებულოში სოფლის მაჟორიტარმა ზაზა ვიბლიანმა აღნიშნა, რომ შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, თუმცა, ამ დროისთვის წყლის დინებამ იკლო.


მისივე ინფორმაციით, ხიდზე ავტომანქანით გავლა შეუძლებელია, თუმცა ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ.


ვიბლიანის თქმით, კომისია ზარალს უკვე სწავლობს.


ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე იმ ადგილებზე, სადაც დატბორვის საფრთხეა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.


"თუ კიდევ იწვიმა, საფრთხე აშკარა იქნება", - ამბობენ ჭუბერელები.



https://pia.ge/