გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობენ

9-06-2019

ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებში გმობენ.

ესტონეთის საგარეო საქმთა მინისტრის, ურმას რეინსლაუს თქმით, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მათი ქვეყნის მიერ მკაცრადაა დაგმობილი. მისი განმარტებით, ეს პროცესი არალეგალურია, ესტონეთი არ ცნობს ამ არჩევნებს. 

"ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი კი მისი განუყოფელი ნაწილია", - წერს ურმანს რეინსლაუ.

რაც შეეხება ლიტეუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლიკევიჩუსის განცხადებას, იგი წერს, რომ ლიეტუვა არ ცნობს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.