გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე 15 ქვეყნიდან 70-მდე უცხოელი დამკვირვებელია აკრედიტებული

9-06-2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე 15 ქვეყნიდან 70-მდე უცხოელი დამკვირვებელია აკრედიტებული. ამის შესახებ მედოევმა ბრიფინგზე განაცხადა.


„ჩვენთან ჩამოვიდნენ დამკვირვებლები მოძმე რესპუბლიკებიდან, მათ შორის იტალიიდან, ფინეთიდან და ა.შ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენი საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდი ინტერესი იაპონიის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს, კერძოდ, ჩამოსულია ორი იაპონელი დამკვირვებელი. ერთი სიტყვით, საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან სოლიდური დელეგაციაა“, - განაცხადა მედოევმა.


შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.




https://www.interpressnews.ge/