გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„ქართული ოცნების“ ოფისში შუალედური არჩევნების შედეგებზე იმსჯელეს

10-06-2019

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, მიმდინარე საკითხებსა და უახლოესი პერიოდის გეგმებზე იმსჯელეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, სხდომაზე შეფასდა შუალედური არჩევნების პროცესი და მისი შედეგები.

შუალედური არჩევნები ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში 19 მაისს გაიმართა, მთაწმინდაზე დანიშნული მეორე ტური კი 9 ივნისს ლადო კახაძის გამარჯვებით დასრულდა.