გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აჭარის განათლების მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა, ორი პოზიცია კი ჯერ ვაკანტურია

10-06-2019

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ორი მოადგილე დანიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამდებობები შეინარჩუნეს მოქმედმა მოადგილეებმა - ალექსანდრე დავითაძემ და ბადრი ნაკაშიძემ.


მაია ხაჯიშვილმა კიდევ ორი მოადგილე უნდა წარადგინოს, მათ შორის პირველი მოადგილე და კურატორი კულტურის მიმართულებით. აღნიშნულ პოზიციებზე ბაგრატ მანველიძე და თეონა ბერიძე მუშაობდნენ. კანონმდებლობის მიხედვით, მოადგილეები მინისტრის უფლებამოსილების ვადით ინიშნებიან. უწყების პირველი პირის გათავისუფლების შემდეგ კი, ისინი ავტომატურად ტოვებენ თანამდებობებს.


განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი. თორნიკე რიჟვაძემ 26 მაისს, ''რუსული დროშების ფრიალის'' გამო გაათავისუფლა. მოვალეობას ბაგრატ მანველიძე ასრულებდა, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების ახალი მინისტრი 3 ივნისს დანიშნა. უწყება მაია ხაჯიშვილს ჩააბარა.





http://ajaratv.ge/