გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ივანიშვილი ერთ წელში 350 მილიონი დოლარით გამდიდრდა

27-12-2017

2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონება $350 მილიონით გაიზარდა. გასული წლის ბოლოს Bloomberg-ს ივანიშვილის ქონება $5,45 მილიარდად ჰქონდა შეფასებული, დღეს კი მისი ქონება $5,8 მილიარდია.
წლის პირველ სამ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება $100 მილიონით გაიზარდა, თუმცა, მარტში $5,5 მილიარდამდე შემცირდა. აგვისტოში ივანიშვილის ქონება $5,65 მილიარდამდე გაიზარდა, დეკემბრის ბოლომდე კი ივანიშვილი კიდევ $150 მილიონით გამდიდრდა.
ივანიშვილის ქონება $5,8 მილიარდი ბოლოს 2015 წლის აგვისტოში იყო. ბოლო 5 წელში, ყველაზე მეტ ქონებას ივანიშვილი Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით 2013 წელს ფლობდა და ის $6,4 მილიარდს შეადგენდა.
წყარო: "გურიის მოამბე"