გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე გადაარჩინეს

11-06-2019

ბათუმში, ახალ ბულვარში წყალზე მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.


ახალგაზრდა 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული.


მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლივ შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან. ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს.