გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული- ავტოსაგზაო შემთხვევა გორში

13-06-2019

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ძევერასთან, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ხუთი მგზავრი.


დაშავებულები გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. დანაშაული სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



http://rustavi2.ge/