გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბათუმში გარემოვაჭრეები წერეთელზე დაბრუნდნენ

14-06-2019

ბათუმში გარემოვაჭრეები კვლავ წერეთლის ქუჩაზე დაბრუნდნენ.


საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ძველი ავტოსადგურის შენობაში მომხმარებელი არ ჰყავთ და პროდუქციას ვერ ყიდიან.


ისინი რეგიონის მთავრობასა და მერიას ალტერნატიული სივრცეების გამოყოფას სთხოვენ.


გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვა სავაჭრო სივრცეების მოსაძებნად, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.


წერეთლის ქუჩაზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. რამდენიმე წუთის წინ, კი ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ გარევაჭრობას არ დაუშვებენ.


ბათუმის მერიამ ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან გარემოვაჭრეები, დაახლოებით 4 თვის წინ, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.


კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა 27 იანვარს, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიზე, 23 სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.





http://ajaratv.ge/