გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჩინელი და ჰონგ-კონგელი პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან

17-06-2019

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ. 

ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს. თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს, რითაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროფესიონალებისგან რჩევები და რეკომენდაციები მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ჯგუფის წევრები, მათი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად ორიენტირებული არიან პრემიალური ხარისხის და მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებზე.

ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.